Samstag, 13. Februar 2016

მე ვარ ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი ნანა შავგულიძე. გავდივარ ინტელის ტრენინგს. დავათავრეთ პირველ მოდულზე მუშაობა. პირველი მოდული მოიცავს პროექტების სწავლებას ,თუ როგორ უნდა შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. გავეცანით პირველ მოდულს,განვსაზღვრეთ პროექტის თემა და თუ  როგორი უნდა იყოს პროექტის გეგმა. ვისწავლეთ ჩეკლისტის მომზადება,ბროშურის დამზადება,დაკაბადონება,სარჩევის შექმნა.გავხსენით ელექტრონული პორტფოლიო.ვფიქრობ,რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები  დამეხმარება იმაში,რომ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გავხადო .