Dienstag, 15. März 2016

                                                  კურსის  რეფლექსია


            პროექტის  ფარგლებში  შევქმენი ელექტრონული  პორტფოლიო,აქტიურად დავიწყე სხვადასხვა საიტების გამოყენება.მოვიძიე და გამოვიყენე რესურსები დავალებების შესრულების დროს.წავიკითხე სხვადასხვა მოდული და გავიგე მათი გამოყენების შესახებ. შევქმენი პაპკები სხვადსხვა სახელწოდებით.მათში ჩავალაგე შესაბამისი დოკუმენტები,დავამზადე ბუკლეტი,გავაკეთე პრეზენტაცია.
           ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ.მივიღეთ საკმაო განათლება,რასაც აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ეს ყველაფერი დამეხმარება უფრო საინტერესო პროექტების მომზადებაში.

ინტელის პროექტი

Samstag, 13. Februar 2016

მე ვარ ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი ნანა შავგულიძე. გავდივარ ინტელის ტრენინგს. დავათავრეთ პირველ მოდულზე მუშაობა. პირველი მოდული მოიცავს პროექტების სწავლებას ,თუ როგორ უნდა შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. გავეცანით პირველ მოდულს,განვსაზღვრეთ პროექტის თემა და თუ  როგორი უნდა იყოს პროექტის გეგმა. ვისწავლეთ ჩეკლისტის მომზადება,ბროშურის დამზადება,დაკაბადონება,სარჩევის შექმნა.გავხსენით ელექტრონული პორტფოლიო.ვფიქრობ,რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები  დამეხმარება იმაში,რომ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გავხადო .